რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე ,,ნიღაბი”-2015 –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ–სტუდიამ „ჰიგია“ სპექტაკლი „ქეთო და კოტე“ წარმოადგინა

რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე ,,ნიღაბი”-2015 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ–სტუდიამ „ჰიგია“ სპექტაკლი „ქეთო და კოტე“ წარმოადგინა

   
   

2015 წლის 2 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე ,,ნიღაბი”-2015 – თსსუ–ის თეატრ–სტუდიამ „ჰიგია“ აქვსენტი ცაგარელის ნაწარმოების „ხანუმა“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ქეთო და კოტე“ წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონაწილეობდნენ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეჟისორი, თსსუ–ის ასოცირებული პროფესორი ნათია გუჯაბიძე.

წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

ფესტივალი „ნიღაბი“ დაარსდა 2012 წელს ჩამოყალიბებული „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ.

ფესტივალის მთავარი მიზანი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარების და მომავალი პროფესიული, შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბების, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოების ხელშეწყობა, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტთა შემოქმედებითი აქტივობის გამდიდრებაა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს 10 უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი, მათ შორის წელს პირველად ფესტივალი მასპინძლობს თურქეთის სტუდენტურ დასს და ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრს“.

ფესტივალის კომპეტენტური ჟიურის წევრები არიან: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ჯემალ ღაღანიძე (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (მსახიობი), თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი), ლელა მებურიშვილი (მსახიობი).

ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტების თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოვლინდება.

ფესტივალი 10 დღეს გასტანს. საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია  10 დეკემბერს „თიბისი გალერეაში" გაიმართება (მის.: კ. მარჯანიშვილის ქ. N 5).. 

მონაწილე უნივერსიტეტები და პროგრამა:

30 ნოემბერი 16:00 საათი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
1 დეკემბერი 16:00 საათი - ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის უნივერსიტეტი;
2 დეკემბერი 16:00 საათი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
3 დეკემბერი 16:00 საათი - აზიური გუნდი;
4 დეკემბერი 16:00 საათი - საქართველოს უნივერსიტეტი;
5 დეკემბერი 16:00 საათი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
6 დეკემბერი 16:00 საათი - თურქეთის სტუდენტური დასი;
7 დეკემბერი 16:30 საათი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
8 დეკემბერი 16:00 საათი - ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;
9 დეკემბერი 16:00 საათი – ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.