საერთაშორისო კონფერენცია ,,EURAMA თბილისი 2015“

საერთაშორისო კონფერენცია ,,EURAMA თბილისი 2015“

   
   

2015 წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევები - EURAMA თბილისი 2015“. აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წამყვანი ადგილი უჭირავს მასტოლოგიის ევროპისა და აზიის ასოციაციას ,,EURAMA’’ (the Euro-Asian Mastology Associacion), რომელიც აერთიანებს მრავალი ქვეყნის წამყვან ექიმ-სპეციალისტებს. კონფერენცია ეძღვნება ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევებს.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და მასტოლოგიის ევრო–აზიური საზოგადოება.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია - „კონფერენციის მიზანია – კლინიკური ონკოლოგიისა და მამოლოგიის მიმართულებით ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მიღწევების გაცნობა  ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის“.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი კოხრეიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნოდარ ლომიძე, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა,  საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი რევაზ გაგუა, ქ. თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნეონატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი ფავლენიშვილი. 

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და გიორგი აბესაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით დელიბაშვილი, დარგის წამყვანი სპეციალისტები: მამოლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და სხივური თერაპიის სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე   უცხოეთიდან.

საერთაშორისო კონფერენციაზე  „ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევები-EURAMA თბილისი 2015“ ლექცია–სემინარები წაიკითხეს და კოლეგებს/მომავალ ექიმებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს:

პროფესორი სტეფანო ზურრიდა – „ძუძუს კიბოს აწმყო და მომავალი“ – „EURAMA”–ს ვიცე–პრეზიდენტი (იტალია); 
დოქტორი  ანდრეა სპანო – „ძუძუს რეკონსტრუქცია: იმპლანტანტები, აუტოლოგიური ცხიმის გადანერგვა და თავისუფალი ნაფლეთები“ – მილანის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი (იტალია);
დოქტორი  ვერონიკა დელ აქვა – „ინტრაოპერაციული სხივური თერაპია, საბოლოო შედეგები და პერსპექტივები“ – ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტი (იტალია);
დოქტორი ანტონიო ტოესკა – „დვრილ–შემანარჩუნებელი მასტექტომიიდან მინიინვაზიურ მასტექტომიამდე (ენდოსკოპიური და რობოტექნიკური ოპერაციები)“ ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტი (იტალია);
აკადემიკოსი დილარა კაიდაროვა – „ძუძუს კიბოს სკრინინგი ყაზახეთში“ – ალმატის ონკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი (ყაზახეთი);
გულნარა კუნიროვა – „ონკოლოგიური პაციენტების პალიატიური მზრუნველობა ყაზახეთში“ – „საპრეზიდენტო ფონდი კიბოს წინააღმდეგ“ პრეზიდენტი (ყაზახეთი);
პროფესორი რემა ღვამიჩავა „ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში“ – ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, თსსუ–ის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (საქართველო);
მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი კოხრეიძე – „ძუძუს ონკოპლასტიკური ქირურგია – წარსული, აწმყო და მომავალი“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი (საქართველო);
პროფესორი ალექსანდრე კუზანოვი„ძუძუს რეკონსტრუქცია ექსპანდერ–იმპლანტის გამოყენებით“; „ძუძუს რეკონსტრუქცია აუტოქსოვილების გამოყენებით“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია (საქართველო);
გვანცა კევლიშვილი – „მეტასტაზური ძუძუს კიბოს რადიოქირურგიული მკურნალობა“ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (საქართველო);
მედიცინის აკადემიური დოქტორი ქეთევან ლაშხი - “ძუძუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში” - (რადიოლოგია, საქართველო);
მედიცინის აკადემიური დოქტორი ვახტანგ შოშიაშვილი  – „ოპოიდებისგან თავისუფალი ანესთეზია ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის დროს“ – თსსუ–ის პირველი  საუნივერსიტეტო  კლინიკა (საქართველო);
დიანა ნემსაძე – „პალიატიური ქირურგიის როლი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობაში“ – კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო);
დოდო აგლაძე – „მოლეკულური დიაგნოსტიკის მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობასა და პრევენციაში“ – კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო);
ამირან მათითაშვილი – „ძუძუს კიბოს სისტემური მკურნალობის თანამედროვე მიღწევები“ – კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი (საქართველო);
ია გელენიძე – „საექთნო საქმის უახლესი სტანდარტები თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ – მთავარი ექთანი, თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (საქართველო);
ნატალია ჯანყარაშვილი – „ძუძუს კიბო – სხივური თერაპიის თანამედროვე მიდგომები“ – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (საქართველო);
თამილა როინიშვილი – „ორსულობასთან ასოცირებული ორმხრივი ძუძუს კიბო (შემთხვევის აღწერა)“ – ნიუ–ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (საქართველო);
თინათინ მეტრეველი – „ტელეთერაპიის როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში სამიზნე მოცულობების განსაზღვრა“ – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (საქართველო);
ლაშა გოგინაშვილი – „დოზის დამატების სხვადასხვა ტექნიკა ძუძუს შემანარჩუნებელი ქირურგიის შემდგომი რადიოთერაპიის დროს“ – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (საქართველო).

კონფერენცია 5 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.