თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა  ,,იმედის კლინიკიდან“ - წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ,,იმედის კლინიკიდან“ - წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ შპს "იმედის კლინიკის“ დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დავით კობეშავიძის სამადლობელო წერილი მიიღო, რომელიც, მთელი კლინიკის სახელით, კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას და მადლობას უხდის თსსუ-ის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს გაწეული თანმაშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

იმედის კლინიკა გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, 2016 წლის 1 იანვრიდან თსსუ-ის თანამშრომლებს და სტუდენტებს კლინიკის ბაზაზე გაუწიოს ნებისმიერი გეგმიური და ურგენტული სამეანო და გინეკოლოგიური მომსახურება, მათი ოფიციალური (საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ან კერძო სადაზღვევო კომპანიის პოლისით) სადაზღვევო პაკეტის ღირებულებით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების ზემოთ, დამატებითი ფინანსური დანახარჯების გარეშე.