თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორები

2015 წლის 21 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ საბჭოს წევრებს წარუდგინა თსსუ–ის პროფესიული განვითარების საბჭოს რეკომენდაცია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ:

 

 

  • მედიცინის აკადემიური დოქტორი მანანა გეგეჭკორი საქართველოს ენდოკრინოლოგ – გინეკოლოგთა ასოციაციის  წევრი; საქართველოს      ენდოკრინოლოგთა ასოციაციის  წევრი; საქართველოს ობეზიტოლოგთა ასოციაციის  წევრი; საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის  წევრი;

           თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან – გინეკოლოგიის სპეციალობის                                                    სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.

  • მედიცინის აკადემიური დოქტორი გია გვარამია– საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრი; ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო ასოციაციის წევრი; თბილისის       სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  თერაპიული კოსმეტოლოგიის მოკლევადიანი  პროგრამის ხელმძღვანელი;  პლასტიკური  და რეკონსტრუქციული  ქირურგიის  სპეციალობის  სარეზიდენტო  პროგრამის     მოდულზე  პასუხისმგებელი  პირი.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ოკრიბელაშვილი –ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი; საქართველოს პარლამენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მრჩეველთა საბჭოს წევრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის საბჭოს წევრი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ქარაზანაშვილი – საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი; ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ინტერნაციონალური წევრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში; საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უროლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი გიორგი  ცერცვაძე– საქართველოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი; ევროპის კონტრაცეპციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოების წევრი; UNFPA, GYNUITI, JSI - ის ექსპერტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი გიორგი ხაბეიშვილი– საქართველოს კარდიოლოგთა  საზოგადოების წევრი; ევროპის  კარდიოლოგთა საზოგადოების  წევრი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კარდიოლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი კონსტანტინე ხარაბაძე– საქართველოს  მეან – გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი; საქართველოს ექიმთა ასოციაციის  წევრი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მეან – გინეკოლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.

„თითოეულ მათგანს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, როგორც  Alma Mater-ის წინაშე,   მათი  მონდომებით და ძალისხმევით მრავალი წელია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები იძენენ პროფესიულ გამოცდილებას  და ეუფლებიან პრაქტიკულ ცოდნას“ – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ინიციატივას - ღვაწლმოსილი მედიცინის  როგორც მეცნიერებათა, ისე აკადემიური დოქტორებისთვის – „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის“ სტატუსის მინიჭების შესახებ.