დოქტორ რაჯიპ იადავას ვიზიტი თსსუ–ში

დოქტორ რაჯიპ იადავას ვიზიტი თსსუ–ში

2015 წლის 22 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ბირმინგემის ჰართლენდის ჰოსპიტალის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენელი, დოქტორი რაჯიპ იადავა,  კონსულტანტი ენდოკრინოლოგიასა და დიაბეტის მართვაში ეკატერინე ნანდოშვილი, ენდოკრინოლოგები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორი ნინო ჭუმბურიძე და მაკა კვირიკაშვილი.

სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

როგორც ბატონმა რაჯიპ იადავამ აღნიშნა, დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების ფარგლებში, შესაძლებელია, დაიგეგმოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტების  სტაჟირებები დიდ ბრიტანეთში.

დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.