პროფესორი თომას აიხორნი თსსუ-ს ეწვია

პროფესორი თომას აიხორნი თსსუ-ს ეწვია

მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ბერლინის  უნივერსიტეტის (გერმანია)  კოტბუსის  კლინიკის  ყელ-ყურ-ცხვირის, თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თომას აიხორნი ეწვია, რომელიც თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას  შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი,  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა, საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და მისი მოადგილე ირინა კაპეტივაძე, თსსუ-ის რეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ბერლინის უნივერსიტეტის კოტბუსის კლინიკასთან ნაყოფიერი  ურთიერთობა  აკავშირებს, რამდენიმე წელია  თსსუ-ის  სტუდენტები გერმანიის კლინიკაში გადიან სტაჟირებას.  შეხვედრაზე  პროფესორმა აიხორნიმ  განაცხადა, რომ წელსაც ბერლინის უნივერსიტეტის კოტბუსის კლინიკა მზადაა,  უმასპინძლოს თსსუ-ის სტუდენტებს, რეზიდენტებს და სპეციალისტებს.