პროფესორი თინათინ ჩიქოვანი  მსოფლიო კონგრესზე

პროფესორი თინათინ ჩიქოვანი მსოფლიო კონგრესზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,   იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, თინათინ ჩიქოვანი 5–10 თებერვალს მივლინებით იმყოფებოდა დუბაიში  „ ასთმის, რესპირაციული ალერგიისა და იმუნოპათოლოგიის მე–10 მსოფლიო კონგრესზე“.

პროფესორი თინა ჩიქოვანი 8 თებერვალს იყო პაულ ერლიხის ხსოვნისადმი მიძღვნილი სააქტო ლექციის მოდერატორი. ლექცია წაიკითხა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანჯელა ვინსენტმა.

9 თებერვალს ჩატარდა პლენარული სექციის სხდომა, რომლის თანათავმჯდომარეც იყო პროფესორი თინა ჩიქოვანი. მან სექციაზე  გააკეთა  მოხსენება:“რადიოსიხშირული თერმული  აბლაციის გავლენა ღვიძლის კიბოთი დაავადებული პაციენტების იმუნურ სისტემაზე“.

იხ. პროგრამა: