ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუვალ ფუქსის ვიზიტი თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუვალ ფუქსის ვიზიტი თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

   
   

მიმდინარე წლის 24 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი  იუვალ ფუქსი ეწვია. საპატიო სტუმარი კლინიკის გენერალურმა დირექტორმა,  ასისტენტ–პროფესორმა ლია ძიძიგურმა მიიღო. ბატონი იუვალ ფუქსი დაინტერესდა კლინიკაში მიმდინარე სამკურნალო და საგანმანათლებლო პროცესით. ელჩი პირადად შეხვდა სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა-დვაკის ჰოსპიტალის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ იცხაკ ვინოგრადს და ჰაიფას სამედიცინო  ცენტრის ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ რან შტეინბერგს. პროფესორები რთულ ოპერაციას უკეთებდნენ პატარა პაციენტს.  ბატონმა იუვალ ფუქსმა მადლიერება გამოხატა ისრაელელი პროფესორების მიმართ საქართველოში გაწეული ქველმოქმედებისა და უანგარო პროფესიული დახმარებისთვის. კლინიკის გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ ლია ძიძიგურთან საუბარში მან იმედი გამოთქვა, რომ თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასა და ისრაელის წამყვან სამედიცინო კლინიკებს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება.