![]() |
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სანიკიძე 21-26 თებერვალს ERASMUS+ KA107 პროექტის ფარგებში მივლინებით იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სჩეჩინში, ვესტ-პომერანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
პროფესორმა თამარ სანიკიძემ წაიკითხა ლექციები თემებზე:“ბიოსამედიცინო აპარატურა –კლინიკური გამოყენება“ და „ ელექტრომაგნიტური გამოსხივების უარყოფითი ეფექტები“.
ლექციებს ესწრებოდნენ ვესტ-პომერანიის ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ERASMUS+ პროგრამის მობილობის სტუდენტები.