მიმდინარე წლის 10 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა ,,Elsevier“-ის წარმომადგენელთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბატონ პიოტრ გოლკევიჩთან, რომელიც პასუხისმგებელია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ,,Elsevier“-ის მონაცემთა ბაზაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევარები.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა პრეზენტაცია გააკეთა ინტერნეტ პორტალების - ,,Embase”, ,,Scopus” და ,,Reaxsys”-ის მოხმარების წესების შესახებ.
,,Elsevier“-ი წარმოადგენს მსოფლიოს ოთხი მსხვილმასშტაბიანი საგანმანათლებლო სახლებიდან ერთ-ერთს. კომპანიის მფლობელობაში შედის სხვადასხვა ინტერნეტ პორტალები, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სტატიები მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალებიდან, ხდება ციტირების ინდექსისა და იმფაქტ-ფაქტორების წარმოება. ,,Elsevier”-ის სამეცნიერო სტატიების არქივთან წვდომის შესაძლებლობა აქვს მოწინავე სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს.
აღსანიშნავია რომ, წელიწადზე მეტია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და სამეცნიერო პერსონალს ,,Elsevier”-ის ბაზებთან წვდომისა და სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.