DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 10 მარტს, თსსუ-ის უცხო ენების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის  DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში, დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი, ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორი, ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოებების საპატიო წევრი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, პროფესორი მიხაელ ლენტცე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა, უნივერსიტეტის სტუდენტები,  რეზიდენტები, დოქტორანტები,  პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები.

შეხვედრაზე პროფესორმა ლენტცემ წარადგინა პრეზენტაცია იმ ძირითად პროცედურულ საკითხებზე, რომლის გავლის შემდეგ დაინტერესებულ პირებს  საშუალება მიეცემათ მიიღონ განათლება ან დასაქმდნენ  გერმანიაში.