გერმანელი პროფესორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 15 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა  ბერლინის (გერმანია) შარიტეს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, პროფესორ ჰელმუტ ჰანს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში დავით დელიბაშვილი,  უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და  უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა.

შეხვედრისას  დაიგეგმა გერმანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ლექციები სტუდენტებისათვის. ასევე,  განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.