მაგდი იბრაჰიმის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მაგდი იბრაჰიმის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: კომპანია „Smart solutions“-ის დირექტორი მაგდი იბრაჰიმი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქმიანი ტურიზმის განვითარების კოორდინატორი ნუცა წერუაშვილი. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დალი ბერაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე. ბატონმა  მაგდი იბრაჰიმმა აღნიშნა, რომ ის, როგორც არაბული კომპანიის წარმომადგენელი,  დაინტერესებულია  საქმიანი ტურიზმის განვითარებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და არაბეთის სამედიცინო განათლების კერებს, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. დაისახა სამომავლო ურთიერთობის გეგმები.