თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის და აფილირებული კლინიკის სტატუსის მინიჭების შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის და აფილირებული კლინიკის სტატუსის მინიჭების შესახებ

   
   

მიმდინარე წლის 1 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის სტატუსი მიენიჭოს:

აკაკი ბაქრაძეს (საქართველოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაციის  გამგეობის წევრი, საქართველოს  სპორტისა  და ახალგაზრდობის  სამინისტროსთან არსებული ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდამჭერი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი მეან–გინეკოლოგი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის სასწავლო–სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მეან – გინეკოლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი),

მანანა ბოკუჩავას (ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის  საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი"-ს ფსიქიატრიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის/ფსიქიატრიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის  მოდულზე  პასუხისმგებელი პირი),

ბესიკ იაშვილს (მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი  წევრი, სამხედრო სამედიცინო აკადემიის ნამდვილი წევრი,  სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მსოფლიოს პლასტიკოს ქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ქირურგთა კოლეჯის წევრი, საქართველოს პლასტიკოს ქირურგთა ასოციაციის წევრი, თერმული ტრავმისა და კომბუსტიოლოგ პლასტიკოს ქირურგთა ასოციაციის თავჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი),

კახა ნურალიძეს (საქართველოს ანეზთეზიოლოგიის და  რეანიმატოლოგიის  სკოლის ასოციაციის  წევრი, უკრაინული  საერთაშორისო ჟურნალის "საექიმო საქმის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, შპს   "ნიუ ჰოსპიტალს"–ის   ექიმი ანეზთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგიის და კრიტიკული მედიცინის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი),  

ჯუმბერ უნგიაძეს (საქართველოს მეან–გინეკოლოგთა  ასოციაციის წევრი, შპს "ბათუმის სამშობიარო სახლი"–ს სამეთვალყურეო  საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი),

თემურ ჩაჩხიანს (საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის  წევრი, საქართველოს  კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის წევრი, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის  წევრი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და ონკოქირურგიის  სპეციალობის სარეზიდენტო  პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი  პირი).

ასევე, გადაწყდა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი მიენიჭოს შემდეგ კლინიკებს:

  • შპს "ახალი მზერა",
  • შპს "მულტიპროფილური ჰოსპიტალი – მედიქალ სიტი",
  • შპს "სამედიცინო, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურულ საკითხთა ცენტრი ურანტი",
  • სს "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება",
  • შპს "ჰერა 2011".