თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თურქეთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თურქეთში

2016 წლის 22 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტები:  გიორგი აფციაური და მარიამ კაპანაძე, ასევე სტომატოლოგიის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი დალი მუსიაშვილი, თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე, ერზრუმის (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის ზამთრის სკოლაში იმყოფებოდნენ.  

ღონისძიებაში ქართველ სტუდენტებთან  ერთად მონაწილეობას იღებდნენ  უკრაინის, პოლონეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, მონღოლეთის, იორდანიის და გერმანიის წარმომადგენლები. საერთაშორისო კონფერენციაზე თითოეულმა ჯგუფმა  წარადგინა საკუთარი უნივერსიტეტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს.

თურქეთში ყოფნისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტები შეხვდნენ ათათურქის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰიქმეთ ქოჩარს, რომელიც მოხარული იყო პროექტში მათი მონაწილეობით.