გერმანელი პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 4 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ გერმანელი პროფესორები: ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის ხელმძღვანელი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ტიმო ულრიხსი, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის მიკრობიოლოგიის სექციის ხელმძღვანელი, დოქტორი მარლიეს ჰოეკი, ნიურნბერგის იმპლანტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, დოქტორი იოჰან ალიუსი.

პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს შემდეგი ლექციები:

  • პროფესორი ჰელმუტ ჰანი – „კოხმეჩნიკოვის ფორუმის პრეზენტაცია და მიკრობიოლოგიის საფუძვლები“;
  • პროფესორი ტიმო ულრიხსი – „საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები“;
  • დოქტორი მარლიეს ჰოეკი – „ჰოსპიტალური ჰიგიენის ძირითადი საკითხები და ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია“;
  • დოქტორი იოჰან ალიუსი – „იმოპლანტოლოგიის ფუნდამენტური საკითხები“.

გერმანელმა კოლეგებმა ასევე დაათვალიერეს თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი: რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების, მეანობა–გინეკოლოგიის, ახალშობილის რეანიმაციისა და მოვლის, ქირურგიის, ოფთალმოლოგიის სასწავლო კაბინეტები. ანატომიური მაგიდა (Anatomage), რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ლექციის თემიდან გამომდინარე სასურველ ჭრილში დაინახოს ადამიანის ნებისმიერი ორგანო.

კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ სტუმრებს დაწვრილებით აუხსნა, რა პრინციპს ემყარება სწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და როგორია შედეგები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის  (OSCE) მიხედვით.

ვიზიტის დასასრულს სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.