ევროპის  უნივერსიტეტთა  ასოციაციის  ყოველწლიური კონფერენცია

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია

   
   

2016 წლის 6-9 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფებოდნენ ირლანდიაში, ქ. გალვეიში, სადაც დაესწრნენ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  ყოველწლიურ კონფერენციას  „წარმატებული დიგიტალური კამპუსის განვითარება ევროპის უნივერსიტეტებში“, მონაწილეობა მიიღეს გენერალურ ასამბლეაში და კენჭისყრაში. 

კონფერენციის მუშაობა ძირითადად მიეძღვნა სწავლების პროცესის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანას, კერძოდ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და მათ გავლენას სასწავლო და კვლევით  პროცესებზე. 

კონფერენცია  ჩატარდა  ირლანდიის  ეროვნულ  უნივერსიტეტში.  ღონისძიების  მონაწილეებს  მიესალმა და საპროგრამო მოხსენებით წარსდგა ირლანდიის პრეზიდენტი, მაიკლ  ჰიგინსი.

  https://www.youtube.com/watch?v=lPZH1bz7ka4