მოლდოველი პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მოლდოველი პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016  წლის 11-13 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ნიკოლაე ტესტინიატუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მოლდოვა) პროფესორები:

  • პროფესორი ვიორელ ნაკუ - ქსოვილთა ბანკის დირექტორი, ქსოვილთა ინჟინერიისა და უჯრედული კულტურის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
  • პროფესორი ოლგა ტაგადიუსი - ბიოქიმიისა და კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • პროფესორი ვიქტორ ბოტნარუ - პულმონოლოგიისა და ალერგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი პროფესორები შეხვდენენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, პროფესორ ირაკლი კოხრეიძეს. დაათვალიერეს კლინიკა და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.

მოლდაველმა კოლეგებმა სამედიცინო უნივერსიტეტის ქართულ და ინგლისურენოვანი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

პროფესორი ვიქტორ ბოტნარუ:

  • "შეცდომები ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების დიაგნოსტირებისას“;
  • "ფილტვის რენტგენოგრაფია: თერაპევტის თვალსაზრისი";
  • "ქსოვილოვანი ბიო-ინჟინერია, აქტუალური საკითხები";
  • "რეგენერაციული მედიცინა გენეტიკური დარღვევებისას - გენური თერაპია";
  • "ფილტვის შეშუპების დიფერენციული დიაგნოსტიკა".

პროფესორი ოლგა ტაგადიუსი:

  • "ძვლის ბიოქიმიური მაჩვენებლები ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და ოსტეოპოროზისას";
  • "ღვიძლის ბიოქიმიის კლინიკური გამოყენება".

პროფესორი ვიორელ ნაკუ:

  • "ქსოვილოვანი ბანკი, როგორც უჯრედებისა და  ქსოვილების ტრანსპლანტაციის საშუალება".                  

მოლდაველმა კოლეგებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი: რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების, მეანობა–გინეკოლოგიის, ახალშობილის რეანიმაციისა და მოვლის, ქირურგიის, ოფთალმოლოგიის სასწავლო კაბინეტები. ანატომიური მაგიდა (Anatomage).

კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ სტუმრებს დაწვრილებით აუხსნა, რა პრინციპს ემყარება სწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და როგორია შედეგები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის  (OSCE) მიხედვით.

ვიზიტის დასასრულს სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებულ დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო სისტემაზე. განიხილეს მომავალი საერთო სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განხორციელებისა და მომავალი მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.