2016 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები”.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და ვიცე–რექტორმა რიმა ბერიაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში ამერიკელმა კოლეგებმა სამედიცინო უნივერსიტეტის ქართულ და ინგლისურენოვანი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:
14 აპრილი:
- „მიმდევრობის ტექნოლოგიის მომავალი თაობა: გამოყენება კიბოს კვლევაში და სამკურნალო საშუალებების შექმნაში“ – პროფესორი ჯერემი ვუ;
- „მედიკმენტების გამოყენება მწეველობის შეწყვეტის მიზნით“ – პროფესორი ლილი ლიუ;
- „გონიერი/ჭკვიანი“ ბიომასალების გამოყენება სამკურნალო საშუალებების კონტროლირებადი მიწოდებისთვის“ – პროფესორი ბენიტა ჩენ;
- „ნეიროპატიული ტკივილის მართვა“ – პროფესორი სტეფანი ჩო;
- „შაკიკის დროს თავის ტკივილის მართვის/პრაქტიკის საფუძვლები“ – პროფესორი იანგ იუნ ჩოი.
15 აპრილი:
- „როგორ ხორციელდება კლინიკური პროცესის სრულყოფა პირველადი ჯანდაცვის ქსელში ანტიბიოტიკების უსარგებლოდ/ზედმეტი გამოყენების შემცირების მიზნით“ – პროფესორი ალბერტ ჩი;
- „სიახლეები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მართვაში" – პროფესორი ლილი ლიუ;
- „სეფსისი გუშინ და დღეს" – პროფესორი სუ თაუ;
- „თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკა პნევმონიის მკურნალობაში“ – პროფესორი იანგ იუნ ჩოი;
- „სწრაფი ცვლილებები დიაბეტის მართვაში“ – პროფესორი ლილი ლიუ.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა პროფესიული დისკუსია კოლეგებს შორის. ასევე, ამერიკელმა პროფესორებმა სტუდენტებისა და რეზიდენტების შეკითხვებს უპასუხეს.