სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მესამე საერთაშორისო სამედიცინო და ფარმაცევტული კონგრესი უკრაინაში

სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მესამე საერთაშორისო სამედიცინო და ფარმაცევტული კონგრესი უკრაინაში

2016 წლის 5 აპრილიდან 11 აპრილამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია მივლინებით  იმყოფებოდნენ ქალაქ ჩერნივცის (უკრაინა) ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში. სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მესამე საერთაშორისო სამედიცინო და ფარმაცევტული კონგრესის მუშაობაში.

თსსუ-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბუკოვინის სამედიცინო  უნივერსიტეტის ანატომიის და ტოპოგრაფიული ანატომიის დეპარტამენტები, საექთნო სკოლა და  გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. შეხვდნენ ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ტარას ბოიჩუკს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ მარიანა მოჩერნიუკს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.