დნმ–ის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დნმ–ის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 25 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია: “სამედიცინო გენეტიკა და ეპიგენეტიკა პერსონალიზებულ/ზუსტ მედიცინაში: მექანიზმებიდან მკურნალობამდე”.

კონფერენციის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.

კონფერენცია გახსნა თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ.  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, –––––––––––––––

დნმ–ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა 60 წელზე მეტია რაც აღმოჩენილ იქნა  ჯეიმს უოტსონის და ფრენსის კრიკის მიერ. 25 აპრილი არის დნმ–ის საერთაშორისო დღე , რომელიც გენეტიკის მიღწევებს და მის მომავალ ხედვებს ეძღვნება. უკვე 10 წელია, რაც ადამიანის გენეტიკის ევროპის და  აშშ–ს საზოგადოებებმა დააწესეს და აღნიშნავენ ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით, რომელშიც მონაწილეობენ  სტუდენტები მთელი მსოფლიოდან. 

წელს საქართველო თსსუ–ის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით უკვე  მეორედ უერთდება ამ აქციას და  ატარებს დნმ–ის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც  მოიცავს გენეტიკის სხვადასხვა პრობლემისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსს. ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და ასევე,   გენეტიკის დარგის პოპულარიზაციას საქართველოში.  კონკურსის მიზანია დააყენოს სტუდენტი გამოწვევის წინაშე, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის.

კონფერენცია ეძღვნება პერსონალიზებული/ზუსტი მედიცინის აქტუალურ საკითხებს. პერსონალიზებული/ზუსტი მედიცინა 21-ე საუკუნეში მედიცინის თითქმის ყველა დარგში შემოიჭრა და აქტიურად ვითარდება მრავალ ქვეყანაში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გასულ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დააანონსა, რომ საფუძველი ჩაეყარა გრანდიოზულ პროექტს სახელწოდებით „ზუსტი მედიცინის ინიციატივა“. პროექტის ინიციატორები არიან NIH და FDA. პროექტის განსახორციელებლად 2016 წლისთვის 216 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. იმედოვნებენ, რომ პროექტის შედეგები უდიდეს დახმარებას გაუწევს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს:

  • აღმოაჩინონ დაავადებები ადრეულ სტადიაზე;
  • შეიმუშაონ ახალი პრეპარატები და მათი ტესტირების უფრო დახვეწილი საშუალებები;
  • შეიმუშაონ მკურნალობის ცალკეულ ინდივიდზე მორგებული კურსი და სხვა.

„თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტს და ადამიანის გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადებას დიდი სურვილი აქვს გამოეხმაუროს ამ უდიდეს მოვლენას და პოპულარიზაცია გაუწიოს პერსონალიზებულ/ზუსტ  მედიცინას, წინ წამოსწიოს მისი როლი და მნიშვნელობა მედიცინის და მეცნიერების განვითარების საქმეში. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა ჩვენ მიერ ორგანიზებული კონფერენციის ჩატარება, სადაც განიხილება ბოლო წლების მიღწევები“ – განაცხადა კონფერენციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ.

კონფერენციის დასასრულს დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.