თსსუ-ის წარმომადგენელთა წარმატებები ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ-ის წარმომადგენელთა წარმატებები ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 6-8 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოების  პრეზიდენტი, მიხეილ ჯანჯღავა,  ვიცე-პრეზიდენტი, თამუნა გვასალია  და საზოგადოების წევრები: მარიამ შავერდაშვილი და მარიამ ქისტაური იმყოფებოდნენ ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ქალაქი ჩერნივცი, უკრაინა)  რიგით III საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად.

თსსუ-ის წარმომადგენლებმა კონგრესზე წარადგინეს  სამეცნიერო -კვლევითი ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნდა კონგრესის შრომათა კრებულში. თემებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ნომინაციაში ,,ორიგინალური კვლევა“ გამარჯვება  მიხეილ  ჯანჯღავამ მოიპოვა,  კლინიკური მედიცინის და  ფარმაკოლოგიის სექციის პირველი ადგილები თამუნა გვასალიამ და მარიამ ქისტაურმა დაიმსახურეს, ხოლო მარიამ შავერდაშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციაში მეორე ადგილი მოიპოვა.