თსსუ-ის დოქტორანტის წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე

თსსუ-ის დოქტორანტის წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ჯილდა ჭეიშვილი (ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე) რამდენიმე თვეა, ჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) გადის სასწავლო კურსს. ამ ხნის მანძილზე, მან მოახერხა, დაეინტერესებინა ბრიტანელი პროფესორ-მასწავლებლები თავისი სადოქტორო ინდივიდუალური კვლევითი პროგრამით, შთაბეჭდილება მოეხდინა მათზე, როგორც ძალიან მოტივირებულ და პერსპექტიულ დოქტორანტს. უცხოელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ აღიარეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტის მომზადების მაღალი დონე, გამოხატეს ინტერესი და მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რის გამოც მისი უნივერსიტეტში ყოფნის ვადა კიდევ ათი თვით გააგრძელეს.
აპრილის ბოლოს დოქტორანტმა ჯილდა ჭეიშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და ჩააბარა შემაჯამებელი გამოცდა.