EMSA-TBILISI 2016

EMSA-TBILISI 2016

   
   

2016 წლის 8-15 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მედიკოს სტუდენტთა ევროპის ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეას (EMSA S/A 2016). ღონისძიების ორგანიზატორი EMSA-თბილისი, ხოლო მასპინძელი და მხარდამჭერი თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ქ.თბილისი მერია იყო.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 94 სტუმარი 21 ქვეყნიდან, მათ შორის აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი იანის პაპასოღლუ, ვიცე-პრეზიდენტი საფა ცანცი, ევროპული ქვეყნების EMSA-ს ნაციონალური და ლოკალური კოორდინატორები. ღონისძიების საპატიო სტუმარი  ევროპის ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბერნარდ მაიეტი გახლდათ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა აქტივობები: EMSA-ს ასამბლეა, სესიები, ტრენინგები, ლექციები და ვორქშოპები, განხორციელდა სხვადასხვა სოციალური აქტივობები. პროექტის სამეცნიერო თემას წარმოადგენდა ,,იძულებით გადაადგილებული პირები და მათი ჯანმრთელობა“.  დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, მათ შორის შედგა შეთანმება გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეის მონაწილეებმა უმაღლესი შეფასება მისცეს ღონისძიების ორგანიზებას, მეტიც პრეზიდენტის იანის პაპასოღლუს განცხადებით EMSA S/A 2016 არის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური ასამბლეა, რაც ბოლო წლებში განხორციელებულა.