2016 წლის 16 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის "წითელ დარბაზში" ჩატარდა თსსუ–ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების სტუდენტთა კონცერტი - მიძღვნილი შექმნის 5 წლისთავისადმი.
ხელმძღვანელი გოდერძი ჩიტაიშვილი.
მონაწილეებმა შეასრულეს: ალბინონის, ბრამსის, ვივალდის, პროკოფიევის, რახმანინოვის, შოპენის, ჯოპლინის, ჰენდელის, ლაღიძის და აზარაშვილის ნაწარმოებები.