ლექცია  პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე

ლექცია პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე

   
   

2016  წლის 20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის სტუდენტებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა, ნატალია მიქელაძემ გააცნო  პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი, თანამედროვე გამოწვევები,  მონაცემთა არამიზნობრივი გამოყენების მაგალითები და მასთან დაკავშირებული საფრთხეები. ღონისძიებაზე ასევე, განიხილეს თუ როგორ და რა შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოდ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

ლექციაზე აღინიშნა ექიმების და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული როლი  მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის  საქმეში, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი და სამედიცინო პერსონალის მიერ მისი დაცვის ვალდებულება წარმოადგენს მონაცემთა დაცვის ნაწილს.