თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 157 უცხოელმა სტუდენტმა სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 157 უცხოელმა სტუდენტმა სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა

   
   

2016 წლის 18 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს, დიპლომები და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, უცხოელ სტუდენტთა დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დავით თოფურიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა დავით დელიბაშვილმა.

ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც დიდი სითბოთი გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და მადლობა გადაუხადეს პროფესორ–მასწავლებს დიდი ღვაწლისა და ამაგისთვის.

2016 წელს 157–მა უცხოელმა სტუდენტმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

სწავლის დამთავრების აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში არაერთი საინტერესო სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყო.

თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ სწავლის წარმატებით დამთავრებას, და ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებულ მომავალს.