ბულგარელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ბულგარელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016  წლის 15 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: პლევენის (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები: საველინა პოპოვსკა – ზოგადი და კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვიცე-დეკანი და დიანა პენდიჩევა – ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოლოგიის, დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, „ერასმუს+“ კოორდინატორი.

პროფესორებმა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის წაიკითხეს ლექციები და  შეხვედრა გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის წევრებთან.