მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 22 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების ექსპერტი რობერტა ბასეტი და განათლების მართვის ოფიცერი ნინო ქუთათელაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, რექტორის და კანცლერის მრჩეველი სტრატეგიული მიმართულებების ფორმირებისა და ფინანსური პროექტების ანალიზის საკითხებში, ზურაბ ანთელიძე, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია, რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კანდელაკი.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის სტრუქტურა, ისაუბრეს დანერგილ ინოვაციურ სწავლების მეთოდებსა და საერთაშორისო კავშირებზე, ასევე განიხილეს უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და დაფინანსების საკითხები.

შეხვედრაზე განიხილეს გლობალურ სტანდარტებთან  შესაბამისი სწავლების სისტემის დანერგვის მიმართულებით არსებული  მიღწევები და გამოწვევები, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რომლის  შედეგადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე,  ევროპის და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით.