პირველკურსელთა კვლევები სამედიცინო სოციოლოგიაში

პირველკურსელთა კვლევები სამედიცინო სოციოლოგიაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში უკვე მრავალი წელია ტარდება ტრადიციული პირველკურსელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -“სოციოლოგია ჯანდაცვაში”. ღონისძიებაზე ხდება წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შეჯამება როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტების მხრიდან.

კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომები შეეხებოდა ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის აქტუალურ საკითხებს. სტუდენტებმა კვლევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მოახდინეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შეიმუშავეს პრობლემების გადაჭრის საინტერესო მოსაზრებები.

კონფერენციაზე ნაშრომები წარადგენეს: ლელა ბედინაშვილმა, ანა ბოჭორიშვილმა, მარიამ მხეიძემ, ელენე ბაღდავაძემ, თამარ ლეჟავამ, მარიამ ნემსიწვერიძემ, ვიოლეტა მელიქიანმა, ვერა ქობალავამ, მარიამ სუქნიძემ, ნინო ღვინიაშვილმა, მარიამ ახვლედიანმა, მანანა ჭიჭინაძემ, ნათია შეყლაშვილმა, ელენე კუკულაძემ, მარიამ მეტრეველმა. ღონისძიებაზე აღინიშნა მოწვეული პედაგოგის ნინო ჯაფარიძის როლი საინტერესო კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.