სტაჟირება ნიურნბერგის, პრაქსის იმპლანტოლოგიის კლინიკაში

სტაჟირება ნიურნბერგის, პრაქსის იმპლანტოლოგიის კლინიკაში

   
   

2016 წლის 7 –დან 27 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მერვე სემესტრის სტუდენტი ანა შარვაძე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საზაფხულო სტაჟირებაზე იმყოფებოდა ნიურნბერგში (გერმანია) პრაქსის იმპლანტოლოგიის კლინიკაში.

„პროგრამის ფარგლებში საშუალება მომეცა მაქსიმალურად დავუფლებოდი პროფესიულ უნარ–ჩვევებს, გამეღრმავებინა გამოცდილება. პრაქტიკული თვალსაზრისით, მოცემულ დროში ბევრი საინტერესო ოპერაციას დავესწარი და მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო მათში. კლინიკის ექიმები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ სრულყოფილად მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება ყბა–სახის ქირურგიაში რაც გამოიხატებოდა მათი მხრიდან ოპერაციების და სხვა მანიპულაციების დროს ჩემს ასისტენციაში.

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას აღნიშნული გაცვლითი პროგრამების უნივერსიტეტში დანერგვისთვის და საერთაშორისო მასშტაბით სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობისთვის. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ნინო აბრალავას დახმარებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გერმანელ კოლეგებს: კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტს, თსსუ–ის საპატიო დოქტორს, პროფესორ ჰელმუტ ჰანსს და ნიურნბერგის იმპლანტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელს, თსსუ–ის მოწვეულ პროფესორს, დოქტორ იოჰან ალიუსს პროფესიული ცოდნის გაზიარებისთვის  და თანადგომისათვის“ – ანა შარვაძე.