თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2016/2017 სასწავლო წელი დევიზით „ტრადიციებით მომავლისაკენ!“ საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2016/2017 სასწავლო წელი დევიზით „ტრადიციებით მომავლისაკენ!“ საზეიმოდ გაიხსნა

   
   

2016–2017 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტს ეწვივნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე,  ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე, კენეტ ვოლკერი, პროფესორი  ვიაჩესლავ ჟდანი - უკრაინის მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიის რექტორი (პოლტავა, უკრაინა); პროფესორი ჰანნა ტრებაცი - ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომისშემდგომი განათლების დარგში (ლუბლინი, პოლონეთი); პროფესორი  თომას  აიჰხორნი - თსსუ საპატიო დოქტორი, კარლ-თაიმის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კოტბუსი, გერმანია); პროფესორი ტიმო ულრიხსი - თსსუ-ის საპატიო დოქტორი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ექსპერტი, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის ხელმძღვანელი (ბერლინი, გერმანია); პროფესორი ოლეკსანდრ ივაშჩუკი - ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ( ჩერნოვცი, უკრაინა); ლიუბოვ სმაგლიუკი _ უკრაინის მედიცინის და სტომატოლოგიის აკადემიის ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (პოლტავა, უკრაინა); ლეზეკ რომანოვსკი - პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და მტევნის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი (პოზნანი, პოლონეთი); იოჰან ალიუსი - თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, იმპლანტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი (ნიურბერგი, გერმანია); მარლის ჰოეკი - კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის მიკრობიოლოგიის სექციის ხელმძღვანელი (ნიურბერგი, გერმანია); ჰელმუტ ჰანი - თსსუ-ის საპატიო დოქტორი კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი (ბერლინი, გერმანია) და ალექსის სიდოროფი _ ინსბრუკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიური დეპარტამენტის პროფესორი (ინსბრუკი, ავსტრია).

სტუდენტებს, მათ შორის, განსაკუთრებულად - პირველსემესტრელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: – „მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი. აქ, უმდიდრეს ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიღებთ ცოდნას, რაც მომავალში თქვენი წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და ნათელი მომავლისკენ წინსვლის საწინდარი იქნება. თქვენთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია და ამიტომაც მსურს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, განსაკუთრებით მოგესალმოთ და წარმატებები გისურვოთ ახალ სარბიელზე“.  პირველსემესტრელებს მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ: – „თქვენ სწავლობთ ძალიან გამორჩეულ, ძალიან ღირსეულ და საინტერესო სასწავლო დაწესებულებაში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თქვენ ხართ გმირები, რომ აირჩიეთ ყველაზე ღირსეული და საჭირო პროფესია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენ ხართ ყველაზე ნიჭიერები“, ­­_  აღნიშნა მან. სტუდენტებს მიესალმნენ: ქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, პროფესორი კენეტ ვოლკერი, უცხოელი პროფესორები...  

ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ღვაწლმოსილმა პროფესორებმა: ნიკოლოზ გონგაძემ და  ალექსანდრე ციბაძემ.  

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი საღინაძემ დააჯილდოვა ათი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პირველსემესტრელი.