ღია კარის დღე –  ,,ფარმაციის  საოცარი გზა”

ღია კარის დღე – ,,ფარმაციის საოცარი გზა”

,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016"–ის ფარგლებში 20 სექტემბრს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჩატარდა  ღია კარის დღე – "ფარმაციის  საოცარი გზა".

ღონისძიებას  სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეები დაესწრნენ,  მათი უმრავლესობისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიღებული ინფორმაცია მომავალი პროფესიის  არჩევის თვალსაზრისით.

სტუმრებს ინსტიტუტის ისტორია და ტრადიციები  გააცნო ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ სამკურნალო საშუალებებზე მუშაობის სხვადასხვა პროცესი: ექსტრაქტის მიღება და დამუშავება, რბილი სამკურნალო ფორმების (მალამოები, კრემები, სუპოზიტორიები) კომპოზიციის შერჩევა და მიღება.