შეხვედრა პროფესორ თომას  აიჰხორნთან

შეხვედრა პროფესორ თომას აიჰხორნთან

   
   

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ–ის საპატიო დოქტორს, კარლ-თაიმის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელს (კოტბუსი, გერმანია) პროფესორ  თომას  აიჰხორნს შეხვდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს დიპლომისშემდგომი განათლებისა და პროფესიული დახელოვნების საკითხებსა და საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის შესახებ განათლების სფეროში.