თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა პირველსემესტრელებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა პირველსემესტრელებთან

   
   

2016 წლის 22  სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსში, „წითელ დარბაზში“ გაიმართა თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა პირველსემესტრელებთან.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი საღინაძემ და ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი მიქაძემ  აუდიტორიას წარუდგინა სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები, სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები და  გააცნო სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურა, სამოქმედო გეგმა, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. ესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რომლის გამოყენებაც თითოეულ პირველკურსელს შეუძლია. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა სორდიამ.

დასასრულს, ახალი წევრები დარეგისტრირდნენ სტუდენტურ თვითმმართველობაში.