აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ ოცდასამი წელი გავიდა...

აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ ოცდასამი წელი გავიდა...

   
   

 2016 წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღე აფხაზეთის ომში ბრძოლის ველზე დაცემულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის,  ნიკოლოზ ღიბრაძის და  რევაზ მუმლაძის ხსოვნის მემორიალთან აღინიშნა.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 23 წელი გავიდა. წელს მემორიალთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. 

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: თსსუ–ის ვიცე–რექტორებმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, პროფესორმა  რიმა ბერიაშვილმა, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი მიქაძემ.                  

დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაემართნენ გმირთა მოედნისაკენ, სადაც შეუერთდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გამართულ ერთიან მსვლელობას, რომელიც გაიმართება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის პატივსაცემად.