შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორებთან

შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორებთან

   
   

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის პროგრამის დირექტორს, პროფესორ ზოჰერ კაპასს, მის მოადგილეს მარი იოჰანსონს და  ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, ასისტენტ-პროფესორ არჩილ უნდილაშვილს, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელიც გახლავთ. მათ ისაუბრეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამასთან ერთად ახალი პროგრამების დანერგვასა და განვითარებაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, ერთობლივი ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვისა  და კლინიკური ცენტრის განვითარების შესახებ. პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით განხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები:   კენეტ უოლკერი და  გორდონ ჩარჩვორდი, ასევე ემორის უნივერსიტეტის  იურიდიული სკოლის დირექტორი  ნათენიელ  გოზანსკი, რომელიც სათავეში უდგას ემორის იურიდიულ სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი,  ჯანდაცვის სამართალის და ჯანდაცვის ადმინისტრირების, დიპლომირებული პროგრამების განვითარებას. სტუმრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, დაისახა თანამშრომლობის გზები.