საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების ფედერაციის (IFMSA) პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების ფედერაციის (IFMSA) პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის "სადისერტაციო დარბაზში" გაიმართა საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების ფედერაციის (IFMSA) პრეზენტაცია.

IFMSA -ის წარმომადგენლებმა საქართველოში – საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) ჩამოაყალიბეს. ღონისძიებაზე განისაზღვრა ასოციაციის ძირითადი პრინციპები, სტრუქტურა და სამომავალო გეგმები.

IFMSA არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 5 კონტინენტის, 123 ქვეყანის 1.200.000 მედიკოს სტუდენტს. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო თემებია: ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო–კვლევითი გაცვლითი პროგრამების შემუშავება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადამიანების უფლებების დაცვა და მშვიდობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. 

შეხვედრა დასრულდა საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ახალი წევრების რეგისტრაციით.