სტუდენტური თვითმმართველობის ტრადიციულ ღონისძიებათა ციკლი – ,,სიკეთე გადამდებია

სტუდენტური თვითმმართველობის ტრადიციულ ღონისძიებათა ციკლი – ,,სიკეთე გადამდებია

   
   

2016 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, „მიუსაფართა საერთაშორისო დღის“ ფარგლებში, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოაწყვეს საქველმოქმედო მსვლელობა-აქცია სახელწოდებით – ,,სიკეთე გადამდებია".  მსგავს აქციებს ექნება მასშტაბური და სისტემატური ხასიათი.  

დღეიდან, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის მე–4 სართულზე, სტუდენტური თვითმმართველობის 405-ე ოთახში, დაიწყო ტანსაცმლის, სათამაშოების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტებისა და ნებისმიერი სამომხმარებლო ნივთის შეგროვება, რომელიც გადაეცემათ: თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის და ნორიოს ბავშვთა სახლის ბინადრებს...

აკეთე სიკეთე ღიმილით!

გაუღიმე და გააღიმე სხვა!