სპორტული კვირეულის გახსნა – სტუდენტური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

სპორტული კვირეულის გახსნა – სტუდენტური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

   
   

2016 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური სპორტული კვირეული გაიხსნა, სადაც სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეეძლო სამედიცინო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს მედიცინის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტებმა: ბიჭებში სოლომონ ერგემლიძემ, ხოლო გოგონებში ნინო ცოცხალაშვილმა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებით.

„ეს დღე ჩვენი სპორტული კვირეულის მხოლოდ დასაწყისია“ – აღნიშნა თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი საღინაძემ.