დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში ჩატარდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე თსსუ–ის დიპლომირებულ მედიკოსებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსი მინდაძემ, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის საკანდიდატო კურსის უფროსმა, კაპიტანმა შალვა გელაძემ და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვიცე–პოლკოვნიკმა დავით ლაგვილავამ.

პრეზენტაცია კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2016 წლის ოქტომბერში აცხადებს მიღებას სამედიცინო პერსონალისთვის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე. 

პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდა დიპლომირებულ მედიკოსებს!