სამუშაო შეხვედრა – „უკეთესი ჯანმრთელობისათვის“

სამუშაო შეხვედრა – „უკეთესი ჯანმრთელობისათვის“

   
   

2016 წლის 25–27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა იმყოფებოდა მივლინებით ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ფონდ „თანადგომა“–ს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში – „უკეთესი ჯანმრთელობისათვის“.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის წამყვანმა სპეციალისტებმა და მოქმედმა მეან–გინეკოლოგებმა თბილისიდან და სოხუმიდან. შეხვედრის მიზანი იყო დარგის სპეციალისტებისათვის თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლების  გაცნობა აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.

ასევე, აფხაზი ექიმებისთვის გამოცდილების გაზიარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ, როგორც დიპლომამდელ, ასევე დიპლომისშემდგომ  განათლებაში.