ვებინარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ვებინარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

   
   

2016 წლის 10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კომპიუტერულ დარბაზში კორპორაცია EBSCO-ს პრაღის (ჩეხეთი) ოფისის ტრენერმა, თამილა მირკამალოვამ, ჩაატარა ონლაინ-სემინარი (ვებინარი) ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მან წარმოადგინა საძიებო სისტემები: EBSCOhost Web, Scientific & Medical ART Imagebase, DynaMed Plus და Dentistry & Oral Sciences Source, მათი ტექნოლოგიური უპირატესობები და გააცნო სტუდენტებს მათი გამოყენების ძირითადი წესები და უნარ-ჩვევები.

სემინარი ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების მიერ. სემინარს ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის (ინგლისური სექტორი) IX-X სემესტრის III-IV ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის V-VI სემესტრის I-II ჯგუფების სტუდენტები. ლექციაზე მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ მტკიცებითი მედიცინის პროგრამის გავლის დროს საკურსო პრეზენტაციის მომზადებაში, როდესაც  ინტერნეტის საძიებო სისტემების გამოყენებით უნდა მოიძიონ კონკრეტული სამეცნიერო სტატია და გააკეთონ მისი კრიტიკული ანალიზი.

ლექციების ციკლის შემდეგი ვებინარი ჩატარდება 24 ნოემბერს.