თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 16 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 16 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

   
   

2016 წლის 16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის  და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების და საექთნო საქმის ბაკალავრის I-II სემესტრის სტუდენტებს. შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

შეხვედრა გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. მან სტუდენტებს აუხსნა, რა პერსპექტივა აქვთ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და როგორ შეუძლიათ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით. კონკრეტულ შეკითხვებზე სტუდენტებს უპასუხა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელმა, ნინო კანდელაკმა.

I-II სემესტრის სტუდენტებს უნივერსიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო კანცლერის მოადგილემ, ალექსანდრე ბუაჩიძემ.

გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიას მიმართა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.  მან აღნიშნა, რომ ახლა სიტყვა სტუდენტებს ეთმობოდათ, რომ გამოეხატათ თავიანთი შენიშვნები და წინადადებები.  

აუდიტორიასა და რექტორს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ,  გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ, შენიშვნები დაეფიქსირებინათ როგორც საკუთარი სახელით და გვარით, ისე კონფიდენციალურადაც.

შეკითხვებს უპასუხეს და კონკრეტულ საკითხებზე კომენტარები გააკეთეს: რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორებმა: პროფესორმა ხათუნა თოდაძემ  და პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა  ირინე კვაჭაძემ, სხვა პროფესორ-მასწავლებლებმა.

დასასრულს, რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს გულახდილობისთვის. შეხვედრაზევე გასცა რეკომენტაციები და დავალებები, რომ წამოჭრილი პრობლემები შეისწავლონ შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოახდინონ რეაგირება. როგორც დარბაზიდან გამოსულმა სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო ასეთი უშუალო საუბარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველ გუნდთან და კმაყოფილები არიან იმ დამოკიდებულებით, რასაც ბატონი რექტორი, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ამჟღავნებდა მათ მიერ წამოჭრილი პრობლემატური საკითხებისადმი. მათი შეფასებით, ეს იყო თანასწორი დიალოგი და საქმიანი ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის, რის გამოც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური პერსონალის მადლიერები არიან.