ტრენინგი - ,,თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობა,  ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის დონეზე“

ტრენინგი - ,,თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის დონეზე“

   
   

2016 წლის 18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,  თსსუ-ის  ივანე  თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით  და  თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით,  ჩატარდა   ტრენინგი - "თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობა,  ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის დონეზე“. ტრენინგი ჩაატარა ორგანიზაცია - თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა  კახა ღვინიანიძემ.

ღონისძიება  ითვალისწინებდა  პირველადი ჯანდაცვის რგოლში დასაქმებულთა   მომზადებას   თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირების, აგრეთვე  დამოკიდებულების  პრევენციის  საკითხებში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 20 სტუდენტმა.