ლექცია - ,,თავის ტვინის ოპტიკური და ოპტოაკუსტიკური გამოსახვა: უყურეთ და უსმინეთ თავის ტვინს

ლექცია - ,,თავის ტვინის ოპტიკური და ოპტოაკუსტიკური გამოსახვა: უყურეთ და უსმინეთ თავის ტვინს

   
   

2016 წლის 25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კოპრუსის სხდომათა დარბაზში,  მიუნხენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის ჰელმჰოლცის ცენტრისა და ბიოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ბიოლოგიური და სამედიცინო დიაგნოსტიკის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა სააკ ოვსეპიანმა, სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა ლექცია - "თავის ტვინის ოპტიკური და ოპტოაკუსტიკური გამოსახვა: უყურეთ და უსმინეთ თავის ტვინს" (Optical and Opto-acoustic Brain Imaging: Watching and Listening the Brain).

ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

ლექციის დასასრულს გერმანელ პროფესორსა და სტუდენტებს შორის გაიმართა პროფესიული დისკუსია.