თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2016

თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2016

2016 წლის 3-5 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2016.  

პროექტის ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის".  ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ორმაგი შერჩევის ეტაპი, რომლის შემდეგაც პროექტში ჩაერთვნენ. თითოეული მონაწილე გადანაწილდა კომიტეტებში, სადაც საკომიტეტო თემის შესახებ წარადგინეს იმ ქვეყნის პოზიცია, რომლებსაც თავად წარმოადგენდნენ. პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები მათ შორის სამედიცინო უნივერსიტეტიდან.

თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება  2016  მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურა.