საფრანგეთის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საფრანგეთის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016  წლის 14 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება პასკალ მენიე, საელჩოს ატაშე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ურთიერთობებში ტერი ბიურტე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან ივ ლავუარი, ,,UniMan" მენეჯმენტისა და მართვის აკადემიის (გრენობლი, საფრანგეთი) აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი სოფი სილვესტრი, ლექტორი პროფესორი პატრის სილვესტრი,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ წითლანაძე–ჟოკაი და თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი" ფრანგული ენის სწავლების ხელმძღვანელი, პროფესორი სებასტიან ჟოკაი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი  ირაკლი კოხრეიძე;  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო კანდელაკი,  ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ლაშა მსხილაძე.

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია სტუმრებს ესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და  ,,UniMan"–ის  მენეჯმენტისა და მართვის აკადემიის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი"  შესახებ.

საფრანგეთის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ პასკალ მენიემ აღნიშნა, რომ   განათლება და ჯანდაცვა წარმოადგენს ქვეყნის განვითარების  პრიორიტეტულ მიმართულებებს. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში ფრანგი სტუმრები  შეხვდნენ პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი" სტუდენტებს და საზეიმოდ გახსნეს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით  აღჭურვილი აუდიტორიები.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა სოფი სილვესტრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე.

New layer...