ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი

მიმდინარე წლის 22-29 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მიხეილ დიაკონიძე იმყოფებოდა ბუდაპეშტში (უნგრეთი),  ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე,  რომელიც მიზნად ისახავდა  ახალგაზრდა ტრენერების ტრენინგს.  ღონისძებაში გარდა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისა მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და პედაგოგები აფხაზეთიდან. პროექტის ირიბ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენლების დამეგობრება.

პროექტის მონაწილეები შერჩეული იყვნენ ახალგაზრდებთან (ძირითადად სტუდენტებთან) ურთიერთობის და აქტიური სამოქალაქო აქტივობების მიხედვით.