თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მორიგი საქველმოქმედო აქტივობა აჭარის რეგიონში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მორიგი საქველმოქმედო აქტივობა აჭარის რეგიონში

   
   

2016  წლის 14–16 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული  საქველმოქმედო პროექტის „წყლის სანიტარია და ჰიგიენა (WASH)“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლია ძიძიგური, ექიმ–სპეციალისტები: ფიქრია ლურსმანაშვილი, მარიამ ფხალაძე, ეკატერინე გირგვლიანი, იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში.

პროფესიონალი ექიმების გუნდმა, პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონის სოფლების: წონიარისის, მახუნცეთის, ძეწმანისას და ზვარეს საჯარო სკოლის 235 მოსწავლეს ჩაუტარა პროფილაქტიკურ–პრევენციული მიმართულების გასინჯვები. გასინჯვების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა ნოზოლოგიების მქონე ბავშვები შემდგომი მკურნალობისა და დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით, სურვილის შემთხვევაში, მკურნალობას გააგრძელებენ თსსუ–ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.